საქართველოს 18-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში გაიმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელებმა ფინალში სომხეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 63:60 აჯობეს.
მოედანზე საუკეთესო სალომე სვანი იყო, რომელმაც 26 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სვანი არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ტურნირზე და MVP-ის ჯილდო მიიღო. ნიცა საბადაშვილის აქტივში 13 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლია.
საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით მომავალ წელს B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.