იტალიური „ფროზინონე“ ახალი სეზონისთვის ემზადება და პირველი ამხანაგური მატჩი თავის ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარა, რომელსაც 4:0 აჯობა.
გიორგი კვერნაძემ პირველივე წუთიდან ითამაშა და გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ჯერ სატრანსფერო ჭორების მიუხედავად, გუნდშია.
„ფროზინონე“ პრესეზონზე სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სეზონს კი, 17 აგვისტოს დაიწყებს, როცა იტალიის თასზე „მონცას“ გაეჯიბრება.