ფეხბურთი

1:00 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იმნაძის გოლი ყაზახეთში და მოისწრაფიშვილის საგოლე პასი სლოვაკეთში

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ორდაბასი“ სტუმრად „ტურანს“ შეხვდა, რომელიც 4:0 დაამარცხა.

„ორდაბასის“ რიგებში ლუკა იმნაძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა. მან მეტოქის კარი 77-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 3:0 გახადა. მან ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

„ორდაბასი“ 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 აგვისტოს, „ატირაუს“ შეხვდება.

სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ტრნავას „სპარტაკმა“ „რუჟემბეროკი“ 3:0 დაამარცხა.

გიორგი მოისწრაფიშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა. მისი გადაცემით ფილიპ აზანგომ გაიტანა. მოისწრაფიშვილს სლოვაკურ გუნდში სამ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

ტრნავას „სპარტაკი“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში 3 აგვისტოს, „ტრენჩინს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094149