ფეხბურთი

1:45 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა იტალიურ გუნდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „ბოლონიას“ შესთავაზეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ დატოვება სურს, ხოლო „ბოლონია“ დან ნდოიეს შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდიდან წავა. იტალიური პრესის ცნობით, აგენტებმა „ბოლონიას“ ზურიკოს ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

დავითაშვილთან ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდო თანამშრომლობს, რომელიც „ბოლონიას“ ყოფილი ფეხბურთელია და კლუბს კარგად იცნობს.

ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფრანგული კლუბი მას დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ აფასებს. გასულ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089412