ფეხბურთი

10:27 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მეგა შეთავაზება დონარუმას "გალათასარაისგან"

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას სტამბოლის „გალათასარაი“ ეპატიჟება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ თურქულმა კლუბმა დონარუმას მეგახელფასი შესთავაზა. თუმცა, ჯერჯერობით, ჯიჯო ლოდინის რეჟიმშია.

დონარუმა პსჟ-ს კონტრაქტის განახლებაზე ვერ უთანხმდება, რომელიც ერთ წელიწადში იწურება. შესაბამისად, მაღალი შანსია, რომ ფრანგული კლუბი დატოვოს. მით უფრო, რომ ადგილობრივი მედია წერს „ლილის“ მეკარე ლუკა შევალიესთან შეთანხმების შესახებ

რაც შეეხება დონარუმას, „გალათასარაის“ გარდა, „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდება, ამიტომაც, ჯერჯერობით, მას გადაწყვეტილება არ მიუღია.

ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103729