ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი იორელ ჰატო ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლას უახლოვდება.
19 წლის ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში ტრანსფერი სურს და პირად კონტრაქტზე შეთანხმებულია. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ 50 მილიონ ევროდ შეთანხმება შედგეს.
იორელ ჰატო „აიაქსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 111 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში ჯერჯერობით, ექვსი შეხვედრა ჩაატარა.