ფეხბურთი

11:44 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუსი ბრონზი ქალთა ევროზე მოტეხილი წვივით თამაშობდა

ინგლისის ნაკრებმა ქალთა ევრო 2025-ზე ფინალში ესპანეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა (3:1, 1:1 ძირითადი და დამატებითი დრო) დაზედიზედ მეორედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული.

ინგლისელთა მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუსი ბრონზმა 105 წუთზე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. შემდეგ კი მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში მოტეხილი წვივის სახსრით თამაშობდა.

„მთელი ტურნირის განმავლობაში მოტეხილი წვივით ვთამაშობდი, ტკივილგამაყუჩებლებს მიკეთებდნენ, ფინალში კი მეორე მუხლი დავიზიანე და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ძალიან მტკიოდა. მაგრამ მთავარია გავიმარჯვეთ.“ - უთხრა „ჩელსის“ უკანახაზელმა BBC-ის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099796