„ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელი თომას მიულერი მზადაა კანადურ კლუბ „ვანკუვერ უაითქეპსთან“ კონტრაქტი 2026 წლის დეკემბრამდე გააფორმოს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიულერის ყველაზე რეალური ვარიანტი „ვანკუვერ უაითქეპსია,“ მიუხედავად MLS-ის სხვა კლუბების ინტერესისა.
35 წლის თავდამსხმელმა „ბაიერნი“ 2025 წლის ზაფხულში, საკლლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. სულ მიულერმა მიუნხენის გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 756 მატჩი ჩაატარა, 250 ბურთი გაიტანა და 276 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბაიერნის“ შემადგენლობაში მიულერმა 33 ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. გერმანელი ფეხბურთელი ასევე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონია.