„პარი სენ-ჟერმენის,“ მადრიდის „რეალის“ და კოსტა რიკის ნაკრების ყოფილი მეკარე, კეილორ ნავასი, მექსიკურ კლუბ „პუმასში“ გადავიდა, იტყობინება კლუბის პრესსამსახური ოფიციალურ ვებ-გბვერდზე. მეკარის კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასის ბოლო კლუბი არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოიზი“ იყო. მანამდე, 38 წლის ფეხბურთელი ასევე იცავდა „ალბასეტეს“, „ლევანტეს“, მადიდის „რეალის“ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ კარებს.
ნავასმა მადრიდის „რეალთან“ ერთად 12 ტიტული მოიგო, ხოლო „პარი სენ-ჟერმენთან“ - კიდევ 10. მათ შორის ესპანეთის ჩემპიონობა, სამი უეფას ჩემპიონთა ლიგა, ორი უეფას სუპერთასი, ოთხი ფიფას კლუბების მსოფლიო თასი - ყველა „რეალთან“ ერთად - და სამი საფრანგეთის ჩემპიონატი.