ფეხბურთი

15:50 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ გაბრიელ ჟეზუსით დაინტერესდნენ

„Caught Offside“-ის ცნობით, „არსენალის“ თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

28 წლის ბრაზილიელით „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ. ფეხბურთელს ასევე „ბარსელონა“, „მილანი“ და „ინტერი“ აკვირდებიან.

2024/25 წლების სეზონში ჟეზუსმა 27 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„პალმეირასის“ აღზრდილი ჟეზუსი „არსენალში“ 2022 წელს გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან“ 45 მილიონ გირვანქად და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164066