„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ხუმრობით უპასუხა კითხვას მისი ბიოლოგიური ასაკის შესახებ. გავიხსენოთ, რომ 54 წლის ესპანელი სპეციალისტი ადრე „ბარსელონას“ ხელმძღვანელობდა. გვარდიოლას თავკაცობით, „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, პეპი მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობდა.
- კრიშტიანუ რონალდუმ ცოტა ხნის წინათ თქვა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი 28 წელია. რამდენია პეპ გვარდიოლას ბიოლოგიური ასაკი?
- ახლა 75 წლის ვარ (იცინის). გატეხილი ვარ, ყველაფერი მტკივა. ასე რომ, თუ ეს ჩემი ბიოლოგიური ასაკია... შესაძლოა, თუ ტესტს ჩავაბარებ, აღმოჩნდება, რომ უფრო ახალგაზრდა ვარ. იმედია, ცოტა ხანში თავს უკეთ ვიგრძნობ, ვიდრე ახლა, - ციტირებს GQ გვარდიოლას სიტყვებს.
გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.