UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ილია თოფურია გამოიწვია, ამასთან ერთად სომეხმა მებრძოლმა "მატადორს" 500 000 დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა.
"მზად ვარ ილიას ნახევარ მილიონიანი სანაძლეო შევთავაზო, თუ მასთან ბრძოლაში დავმარცხდები ამ თანხას ილიას გადავცემ. იმ შემთხვევაში, თუ მე მოვიგებ ეს თანხა მან უნდა მომცეს. თუ ის ამ ყველაფერზე თანახმა იქნება, შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ და ვიჩხუბოთ. ილია თუ თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია ამ ბრძოლას უნდა დათანხმდეს. რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, ის კარგი სტრაიკერია, უფრო სწორად კარგი მოკრივე და მეტი არაფერი. ვთვლი, რომ როგორც MMA-ს მებრძოლი მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ, რადგან ჩემი უნარები მრავალმხრივია. შემიძლია ხელით დარტყმები, ფეხით საკმაოდ ძლიერად ვურტყამ და ჭიდაობის ყველა ელემენტს ვფლობ. ასე, რომ ჩემს თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ." - განაცხადა არმან ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანსა და ილია თოფურიას შორის ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა, ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არმანთან ჩხუბს ურჩევნია ქამარი ვაკანტური გახადოს, რადგან მან მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ მცირე დაზიანების გამო ჩაეხსნა.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის დასაწყისსში გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.