ფეხბურთი

17:44 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს

ფრანგული პსჟ-სა და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თავის მომავალზე, ამიტომ, შესაძლოა სხვა კლუბში არ წავიდეს, მიუხედავად ფრანგული კლუბიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორებისა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. იტალიელი მეკარით ინტერესდებიან „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „გალათასარაი“ და „ბაიერნი“.

2024/2025 წლების სეზონში ჯანლუიჯიმ ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, დონარუმამ 17 მატჩში კარი მშრალად შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094761