ფეხბურთი

19:45 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრანიტ ჯაკა "სანდერლენდში" ითამაშებს

32 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი გრანიტ ჯაკა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და "სანდერლენდში" ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და მხარეები აღნიშნული გარიგებას ოფიციალურად სულ მალე დაადასტურeben. ინგლისური კლუბი "ლევერკუზენს" 20 მილიონს გადაუხდის და ფეხბურთელთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ცნობისთვის "შავი კატები" პრემიერლიგაში 2026-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებენ და ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან, მათ ამ მომენტისთვის ტრანსფერებში უკვე 130 მილიონი აქვთ დახარჯული.

შეგახსენებთ, რომ ჯაკა ბოლოს "ლევერკუზენში" თამაშობდა, მას პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, შვეიცარიელი ფეხბურთელი "არსენალის" ღირსებას 2016-2023 წლების სეზონში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089717