25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.
როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "სამეფო კლუბსა" და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყვეტილია, ამის მიზეზი კი კილიან მბაპეა, რადგან ვინისუისი ახალ კონტრაქტში სწორედ ფრანგი ფეხბურთელის მსგავს ხელფასს ითხოვს, რაზეც ფლორენტინო პერესი მკაცრ უარზეა. კილიან მბაპე ამ მომენტისთვის "რეალში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მილიარდი დოლარი უწერია, კლუბი მზადაა, მის შესახებ შეთავაზებები მოისმინოს და არ არის გამორიცხული, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მის გაყიდვას დათანხმდეს, რადგან ბრაზილიელს "სამეფო კლუბთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულს უმთავრდება.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 22 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.