საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ watfordobserver-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მის მომავალთან და ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"უოტფორდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიყვარს ამ გულშემატკივრის წინაშე თამაში და იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება. ტრავმა მოვიშუშე, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ სასურველ ფორმას მალე დავიბრუნებ. ვფიქრობ საკმარისად კარგი გუნდი ვართ და ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს პრემიერლიგაში აღზევების, ჩვენი მიზანი ახალ სეზონში სწორედ ეს იქნება." - განაცხადა გიორგიმ.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს და ესპანურ "ვალენსიას" დაუკავშირეს. გიორგი "უოტფორდის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ქართველმა 2024-2025 წლების სეზონის ბოლო ტურები ფეხის თითის ტრავმის გამო გამოტოვა.