ფეხბურთი

22:11 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" სესკოსთვის თანხა გაამზადა, "მანჩესტერიც" საქმეშია

"ლაიფციგის" სლოვენიელი თავდამსხმელის ბენჟამინ სესკოს შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი "ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, "კაჭკაჭებმა" სლოვენიელი ფეხბურთელის შესაძენად 73 მილიონი ევრო გაამზადა და მზად არიან სესკოს ყიდვისთვის, თუმცა სიტუაციას ართულებს "მანჩესტერი", რომელიც რამდენიმე საათის უკან ფეხბურთელის აგენტს ტელეფონით დაუკავშირდნენ და მათი ინტერესი ღიად დაუფიქსირეს. როგორც ცნობილი ხდება, ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული და ის გადაწყვეტს, თუ რომელ კლუბში ითამაშებს ახალი სეზონიდან.

შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ სესკო "ლაიფციგის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და თავი 21 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166089