ფეხბურთი

0:02 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიურმა კლუბმა "ემპოლის" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიცხვს დანიური "მიდტიულანდი" დაემატა.

როგორც დანიური გამოცემები იუწყებიან, "მიდტიულანდის" ხელმძღვანელობამ ქართველი ფეხბურთელის საკითხზე "ემპოლის" ოფიციალურად 4 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა იტალიელებისთვის აღნიშნული თანხა ძალიან ცოტაა და საბას სანაცვლოდ მინიმუმ 9 მილიონს ითხოვენ.

ცნობისთვის, საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ემპოლი" სერია A-დან გავარდა და მომდევნო სეზონიდან რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094074