„ნოტინგემ ფორესტი“ „ბოლონიადან“ შვეიცარიელ შემტევს, დან ნდოიეს დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
ნდოიე ინგლისურ კლუბს 45 მილიონ ევროდ შეუერთდება, რასაც ბონუსებიც დაემატება. ნდოიეს გადაბირება „ნაპოლისაც“ სურდა, მაგრამ „ნოტინგემმა“ აჯობა.
დან ნდოიე ბოლონიაში 2023 წლიდან თამაშობდა და 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე „ლოზანას“, „ნიცასა“ და „ბაზელის“ ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, „ბოლონიას“ ნდოიეს შემცვლელად აგენტებმა ზურიკო დავითაშვილი შესთავაზეს.