ფეხბურთი

11:45 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძით ინგლისური კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „ვულვერჰემპტონის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

24 წლის ფორვარდის შენარჩუნება „ლიონის“ მთავარ მწვრთნელს, პაულუ ფონსეკას სურს, რომელმაც ეს ხმამაღლა თქვა, მაგრამ ფრანგული კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერია.

„ვულვზმა“ მათეუშ კუნია „მანჩესტერში“ 75 მილიონად გაყიდა და სწორედ მის შემცვლელს ეძებს. მიქაუტაძეც „მგლების“ სიაშია და უახლოეს მომავალში გაირკვევა, გაკეთდება თუ არა შეთავაზება.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სხვადასხვა ვერსიით, ფრანგები მას 25-35 მილიონ ევროდ აფასებენ. მიმდინარე პრესეზონზე ქართველმა ფეხბურთელმა „ჰამბურგის“ წინააღმდეგ შეძლო გოლის გატანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087244