„ბორნმუთისა“ და უკრაინის ნაკრების მცველი ილია ზაბარნი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან ახლოსაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში „ტოტენჰემის“ ინტერესის შესახებ გახდა ცნობილი, ლონდონური კლუბი უკრაინელი მცველის გადაბირებასთან რეალურად ახლოს არასდროს ყოფილა. პსჟ-სთან შეთანხმება კი, პრაქტიკულად მიღწულია.
უკრაინელი პსჟ-სთან კონტრაქტის 2030 წლამდე გააფორმებს მას შემდეგ, რაც შეთანხმება უკვე კლუბებს შორისაც შედგება. პარიზელები ინგლისურ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ილია ზაბარნიმ კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც 2022 წელს „ბორნმუთში“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 86 მატჩში 1 გოლი გაიტანა.