„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კონცენტრირებული იყო სატრანსფერო ჭორების მიუხედავად.
„გულიაშვილს სამი მღელვარე თვე ჰქონდა, ტრავმა, ტრანსფერზე ფიქრი, ბევრი ადამიანი ამძიმებს მას ამით... ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „გული“ ამ ფორმაში იყოს, თამაშში დავინახე, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გაუმჯობესების ადგილი. შემდეგ კი ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს, ძალიან შორს არ წავალთ და ამაზე არ ვისაუბრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ის აქ ყოფნისას თამაშზე იყოს კონცენტრირებული“, - თქვა ზეკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა გასულ სეზონში 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონიც გოლით დაიწყო და „კრაიოვას“ პირველი შეხვედრაში გაუტანა.