ფეხბურთი

14:30 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაკალისტერი: "დარწმუნებული ვარ, ახალი ფეხბურთელები ტიტულების მოგებაში დაგვეხმარებიან"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ალექსის მაკალისტერმა მიმდინარე ზაფხულში გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა.

ინგლისურ კლუბს გიორგი მამარდაშვილი, ფლორიან ვირტცი, მილოშ კერკეზი, ჟერემი ფრიმპონგი და უგო ეკიტიკე შეუერთდნენ, რომელთა შესახებ არგენტინელმა აღნიშნა:

„ეს საოცარია. ვფიქრობ, გუნდს შესანიშნავი დანამატები შევმატეთ, ისინი ყოველ ვარჯიშზე აჩვენებენ, თუ რამდენად კარგები არიან. ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. ახლა საქმე ახალი მოთამაშეების თვისებების გაცნობასა და შეთამაშებას ეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სეზონი იქნება.

მათ ახალი, კარგი ენერგია მოიტანეს. ისინი ყოველთვის იღიმიან, ხედავთ, რა ბედნიერები არიან აქ ყოფნით და იმედია, დაგვეხმარებიან მეტი ტიტულის მოგებაში“, - თქვა მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით პრესეზონზე უკვე სამი მატჩი ჩაატარა. ინგლისური კლუბი 30 ივლისს მორიგ ამხანაგურ მატჩს იაპონურ „იოკოჰამასთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ალისონმა აზიური ტურნე დატოვა, შესაბამისად, მოახლოებულ სპარინგში მამარდაშვილის გამოჩენა ძირითად შემადგენლობაშია მოსალოდნელი. ბრაზილიელი მეკარე კლუბს ინგლისში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168039