კალათბურთი

18:00 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა B დივიზიონში უკრაინა დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოდის, სადაც მეორე მატჩი მოიგო.

ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინის 18-წლამდე ნაკრებს 93:72 სძლიეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. საუკეთესო მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც 27 ქულა და 6 პასი მიითვალა.

ნიკოლოზ ცინცაძის გუნდმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, წინა ტურში აზერბაიჯანს აჯობა, ხოლო მანამდე პორტუგალიასთან და დანიასთან მარცხი განიცადა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 30 ივლისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.

0.09449