ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონმა „კაირატმა“ ფინურ „კუპსთან“ 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ყაზახური კლუბის ეს შედეგი მითუფრო გამოსარჩევია, რომ ფინეთში პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული. თუმცა, შინ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, სამივე პირველ ტაიმში და შემდეგ სასურველი ანგარიში შეინარჩუნა.
გიორგი ზარიას არ უთამაშია, ქართველი სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ 45-ე წუთზე გააძევეს, მეტოქესთან ჩხუბის გამო სკამზე მიიღო წითელი ბარათი.
„კაირატი“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.