ტალინის „ლევადიას“ მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ცოტათი გაუმართლათ, მაგრამ მთავარი შედეგია:
„ძალიან რთული თამაში გამოდგა. პირველი ტაიმი ჩვენთვის უკეთესი იყო, მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგია. ყველა ასპექტში მზად ვიყავით, ცოტა იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. ამინდის მხრივ სათამაშოდ რთული პირობები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველანი თამაშში ვიყავით ჩართული და ყველა რგოლმა კარგად იმუშავა“, - თქვა ტორესმა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ „ლევადიასთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა.