ჭიდაობა

23:56 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე საქართველომ სამი მედალი მოიპოვა - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოც. გარდა ამისა, კიდევ არსებობს ერთი ბრინჯაოს შანსი.

ერეკლე თავბერიძემ (65 კგ) დოსბოლ შამილი (5:3), მოლდოველი მაქსიმ დამაშინი (6:1), ტაჯიკი შოჰიჯაჰონ ბობოევი (7:0) და ინდოელი ანუი ანუი (9:1) დაამარცხა, მაგრამ ფინალში სომეხ იანეს ნაზარიანთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

ფინალამდე უნაკლოდ მივიდა 80 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მარტიაშვილი, რომელმაც ხორვატი დავიდ ვილკი (9:0), უკრაინელი ნესტორ ბარანი (7:5), აზერბაიჯანელი ნიჯატ იეილაგალიევი (3:2) და თურქი ისმაილ ბერეკეტი (2:1) დაამარცხა, მაგრამ ფინალში უზბეკ აბდულაზიზ ხოლმირზაევთან 7:14 წააგო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 110 კგ წონით კატეგორიაში თემურ სიმსივემ, რომელმაც ნახევარფინალში წააგო, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა. 30 ივლისს, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს ლაზარე გოგოტიშვილი (60 კგ), რომელიც ხორვატ როკო ჩურიჩს შეხვდება.

დანარჩენ 6 წონაში, შესაბამისად, 6 ქართველი მოჭიდავე უმედლოდ დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098907