ფეხბურთი

0:28 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი აგენტი: "კიეზას შედარება კვარასთან შეიძლება"

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ძერბინი კარიერას „კრემონეზეში“ გააგრძელებს, ხოლო მისმა აგენტმა ფულვიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდი „ლივერპულიდან“ ფედერიკო კიეზას დაიმატებს.

„ნაპოლი“ გარემარბს ეძებს, საუბარი იყო „ბოლონიადან“ დან ნდოიეს ტრანსფერზე, მაგრამ შვეიცარიელი კარიერას „ნოტინგემში“ გააგრძელებს. ვალკარეჯის აზრით, ახლა „ნაპოლი“ კიეზას დაიმატებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.

„ნაპოლიმ“ ნდოიეს დამატება ვერ შეძლო, მაგრამ მის ნაცვლად კიეზას დაიმატებს. თითქოს, არ აინტერესებთ, თუმცა შეტევაზე გადადის. კონტე მასზე გიჟდება, კიეზას შედარება კვარასთან შეიძლება“, - თქვა ვალკარეჯიმ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095741