ფეხბურთი

0:59 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოსნიის ჩემპიონ „ჟრინსკის“ აჯობა.

ამ წყვილში ყველაფერი ერთი კვირის წინ გაირკვა, როცა სლოვაკურმა გუნდმა შინ 4:0 მოიგო. დღეს ბოსნიაში 76-ე წუთისთვის „ჟრინსკი“ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ არათუ მეტი ვერ შეძლო, ეს უპირატესობაც ვერ შეინარჩუნა და მატჩი 2:2 დასრულდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ორი მატჩის ჯამში „სლოვანმა“ 6:2 მოიგო.

„სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. მომდევნო ეტაპზე "სლოვანი" ყაზახურ "კაირატს" შეხვდება, რომლის რიგებში გიორგი ზარია თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089157