ფეხბურთი

1:34 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისელი მეკარე დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლიდან“ ჯეიმს ტრაფორდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა მეკარემ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„სიტიში“ დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ყოველთვის ვოცნებობდი ერთ დღეს დაბრუნებაზე. ეს ჩემი სახლია, უნიკალური კლუბი ფანტასტიკური ადამიანებით“, - თქვა ჯეიმსმა.

ჯეიმს ტრაფორდი „სიტის“ აღზრდილია, იჯარით „აკრინგტონსა“ და „ბოლტონში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წელს ის მანჩესტერელებმა „ბარნლიში“ გაყიდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, ორი წელიწადში უკან დაიბრუნეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089386