UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა პიოტრ იანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომენტარი უმარ ნურმაგომედოვზეც გააკეთა, მისი თქმით, ბაქოში მზად იყო უმართან 5 რაუნდიანი ორთაბრძოლის გასამართად, თუმცა ამ ბრძოლაზე უარი თავად ნურმაგომედოვმა და მისმა გუნდა თქვეს.
"აზერბაიჯანში უმართან ხუთ რაუნდიანი ბრძოლა შემომთავაზეს, რაზეც თანხმობა განვაცხადე, თუმცა როგორც გაირკვა ამ ბრძოლაზე უარი თავად უმარმა და მისმა გუნდმა თქვეს, რადგან ისინი მხოლოდ ოქტომბერში იქნებოდნენ მზად. ახლა ზედიზედ სამი მოგებიანი სერია მაქვს და უმართან ჩხუბი ჩემს გეგმებში აღარ შედის, მხოლოდ დვალიშვილისა და სენდჰეგენს შორის გამარჯვებულთან ვიბრძოლებ, რადგან ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე." - განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა გასულ კვირას აბუ დაბიში გამართა, სადაც მარკუს მაკგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ რუსმა მებრძოლმა მერაბი გამოიწვია.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანი უკვე დამარცხებული ჰყავს, ქართველმა "მანქანამ" რუსი მებრძოლი ხუთ რაუნდიან დაპირისპირებაში უბრალოდ გაანადგურა, მერაბმა ყველა რაუნდი დამაჯერებლად მოიგო.