თამაშგარე

11:25 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი ნეაპოლში კოცნისას გამოიჭირეს

ნეაპოლში რუს-თათარი მოდელი და ერთ დროს კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი ირინა შეიკი და იტალიელი მსახიობი მიქელე მორონა Dolce & Gabbana-ს ახალი სარეკლამო კამპანიისთვის შეყვარებული წყვილის როლში წარსდგნენ და გადასაღებ მოედანზე ისეთი ხვევნა-კოცნა ასტეხეს, ამის დამნახავი ადამიანი ყველაფერს იფიქრებდა გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გადაღებებისთვის მოხდა.

აბა მეტი რა უნდოდა მუდმივად სკანდალებზე და მტლაშა-მტლუშზე მონადირე ბულვარულ მედიას? უმალ მოება კუდები ამ ამბავს და უკვე ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთი გულიანი და ძალდაუტანებელი კოცნა შეუძლებელია გულრწფელი არ ყოფილიყო და შესაძლებელია მოსახდენი უკვე მოხდა კიდეცო.

მოდელი, ახლა უკვე აქტივისტი და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი ირინა შეიკი დიდი ხანია ერიდება საკუთარ ცხოვრებაზე მკვეთრ განცხადებებს და ჟურნალისტებს ბუნდოვანი პასუხებით ისტუმრებს. ამ ფსევდო-სკანდალზეც ცხადია კომენტარი არ გაუკეთებია.

0.10133