საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჯერმენის" ახალგაზრდა ფეხბურთელს დეზირე დუეს არჩევანის გაკეთება საკუთარ თავსა და ლამინ იამალს შორის მოუწია.
ჟურნალისტი - თქვენ უფრო უკეთესი ფეხბურთელი ხართ, თუ ლამინ იამალი?
დეზირე დუე - "დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იამალზე უკეთესი ვარ."
შეგახსენებთ, რომ გასული 2024-2025 წლების სეზონი როგორც დუესთვის, ისე იამალისთვის გამორჩეული იყო. ფრანგმა ჯამში 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 16 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო იამალი 55 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლითა და 25 საგოლე გადაცემით გამოირჩა.