ხვალ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება, სადაც საფეხბურთო კლუბი "სპაერი" "ვენის ავსტრიას" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით ქართული კლუბის ოფიციალური გვერდი განცხადებას აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
,,მოგესალმებით! როგორც მოგეხსენებათ, მატჩი სპაერი-ვენის აუსტრია 31 ივლისს იმართება მიხეილ მესხი 2-ზე. აღნიშნულ მოედანს სამწუხაროდ აქვს ძალიან პატარა სივრცე მაყურებლებისათვის; ჩვენი გუნდის აკადემიამ და თავად მოთამაშეების ოჯახურმა წრემ სრულად აითვისა ბილეთების რაოდენობა, რის გამოც სამწუხაროდ ბილეთები ვერ გაიცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის, ვაფასებთ თქვენს გულშემატკივრობას და მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის! მატჩის პირდაპირი ჩვენება იქნება პირველ არხზე და იმედი გვაქვს ეკრანებიდან გვიგულშემატკივრებთ! აქვე, მადლობას გიხდით ჩვენი კლუბისადმი გამოხატული დაინტერესებისთვის!”
შეგახსენებთ, რომ "სპაერი" პირველ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა, ხვალინდელი მატჩი "მიხეილ მესხი 2"- ზე გაიმართება და სტარტს 20:00 საათზე აიღებს.