"ატლეტიკ ბილბაოს" ფეხბურთელმა ინიაკი უილიამსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი მისი ძმის ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" ჩაშლილ ტრანსფერზე გააკეთა. მისი თქმით, კატალონიურმა კლუბმა მედია კამპანია ჩაატარა, რა დროშიც ბევრი ტყუილი ითქვა, რამაც მათ ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა.
"ნიკოს ბარსელონაში ჩაშლილი ტრანსფერი? იმ დროს ბარსელონამ დიდი მედია კამპანია ჩაატარა, სადაც ნიკოს შესახებ უამრავი ტყუილი და საშინელებები ითქვა, ამ ყველაფერმა ჩვენი ოჯახი ძალიან დააზიანა. ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ფეხბურთი და რა ზეწოლის მოხდენა სურდათ. მადლობა ატლეტიკს, რომ ეს ტყუილები არ დაიჯერა და პროვოკაციას არ აჰყვა. მახსოვს როგორ მდგომარეობაში იყო ნიკო, მასტან საუბარიც რთული იყო, მხოლოდ ონლაინ გვესაუბრებოდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მას დავხმარებოდი. ამ ყველაფერის ფონზე ვაღიარებ, რომ მან ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. ვგულისხმობ ბილბაოსთან 2035 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას." - განაცხადა ინიაკმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი ახლოს იყო კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებასთან, თუმცა სიტუაცია რადიკალურად მალევე შეიცვალა და ახალგაზრდა ესპანელმა "ბილბაოსთან" 2035 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.