"ლივერპულმა" მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც იაპონიაში ადგილობრივი "იოკოჰამა" 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარ მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს. "ლივერპულმა" ანგარიში მალევე გაათანაბრა, თავი ახალწვეულმა ფლორიან ვირცმა გამოიჩინა. მეორე გოლი ფრიმპონგის პასით ახალგაზრდა ტრეი ნიონმა გაიტანა, ხოლო მატჩში საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე რიო ნგუმოჰამ დააფიქსირა 3:1. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. რა დროშიც ქართველმა ერთი კარგი სეივი შეასრულა. გაშვებულ გოლში კი, მამარდაშვილის ბრალეულობა ყველაზე ნაკლები იყო.
ცნობისთვის, "ლივერპულმა" აზიური ტურნე დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას ინგლისში გააგრძელებს. მომდევნო ამხანაგურ მატჩს მერსესაიდელები "ატლეტიკ ბილბაოსთან" 4 აგვისტოს გამართავენ.