ფეხბურთი

16:48 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასი დააკლო

"მამჩესტერ იუნაიტედიმა" ჯეიდონ სანჩოზე გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღო და ინგლისელი ფეხბურთელის გაყიდვა უნდა. როგორც ბრიტანული გამოცემა Mail Sport-ი იტყობინება "წითელმა ეშმაკები" მზად არიან სანჩოს 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

ამავე წყაროს ცნობით, სანჩოს გადაბირებით "იუვენტუსის" გარდა "დორტმუნდის ბორუსიაც" დაინტერესდა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინგლისელი ფეხბურთელისთვის გერმანულ კლუბში თამაში უცხო ნამდვილად არ არის და შესაძლოა ამან მის მომავალთან დაკავშირებით დიდი გავლენა იქონიოს.

ცნობისთვის, სანჩომ კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ "დორტმუნდში" გაატარა, საიდანაც "მანჩესტერმა" 100 მილიონის სანაცვლოდ გადაიბირა. ინგლისელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიში" გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092653