ფეხბურთი

17:15 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრანიტ ჯაკა პრემიერლიგაში ითამაშებს

„სანდერლენდმა“ „ლევერკუზენიდან“ გრანიტ ჯაკა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისურმა კლუბმა 32 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გრანიტ ჯაკა „ლევერკუზენში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 99 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანმდე შვეიცარიელი „ბაზელის“, „გლადბახისა“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

0.170689