„ლივერპულმა“ „ნიუკასლის“ თავდამსხმელ ალექსანდერ ისაკთან შეთანხმებას მიაღწია.
შვედ ფორვარდს „ნიუკასლის“ დატოვება სურს და „წითლებს“ 2030 წლამდე კონტრაქტზე მოურიგდა, სეზონში 13 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.
მერსისაიდელები „ჯორდებს“ ახალ შეთავაზებას უახლოეს ხანში გაუკეთებენ. ტრანსფერის შანსი მაღალია, რადგან ფეხბურთელს „ლივერპულში“ გადასვლა სურს.
ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.