სხვა

23:22 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუ პლესი: "ილია თოფურია აუცილებლად გახდება დიდების დარბაზის წევრი"

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი ილია თოფურიაზე გააკეთა. მან ქართველი "მატადორი" შეაქო და განაცხადა, რომ ილია დიდიების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება.

"მე და ილიამ ერთმანეთი სადებიუტო ორთაბრძოლისას გავიცანით, ჩვენ გასახდელიც საერთო გვქონდა და კარიერაც იდენტური გზით განვითარდა, ახლა ორივე ჩემპიონები ვართ. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. ის ამ მომენტისთვის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, თუ საუკეთესო არა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გახდება დიდების დარბაზის წევრი." - განაცხადა დუ პლესიმ.

შეგახსენებთ, რომ ორივე მებრძოლის დებიუტი UFC-ში 2020 წელს, UFC Fight Island 5-ზე შედგა. დუ პლესი მომდევნო ორთაბრძოლას 17 აგვისტოს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ ჩაატარებს და საჩემპიონო ქამრის დაცვას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173963