ფეხბურთი

0:57 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ზედიზედ მეორე გოლი პრესეზონზე (+VIDEO)

„ლიონმა“ ამხანაგურ მატჩში ესპანური „მალიორკა“ 4:0 გაანადგურა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. ჟორჟმა ძალიან ტექნიკურად ითამაშა საჯარიმოში და ზუსტად დაარტყა. ის მოედანზე 72-ე წუთამდე იყო. მიქაუტაძემ პრესეზონზე უკვე მეორედ გამოიჩინა თავი, მანამდე „ჰამბურგს“ გაუტანა.

„ლიონი“ პრესეზონზე 2 აგვისტოს „ბაიერნს“ და 9 აგვისტოს „ხეტაფეს“ ეთამაშება, ხოლო 16 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსს“ ესტუმრება.

0.09501