ფეხბურთი

10:27 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრამპის ვაჟმა გაამხილა, თუ ვინ მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი „ჩელსის“ დაჯილდოებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკმა, გაამხილა, თუ ვინ მიიწვია დონალდი პოდიუმზე 2025 წლის საკლუბო მსოფლიო თასის მოგების შემდეგ „ჩელსის“ დაჯილდოების დროს.

„გამარჯვებულმა გუნდმა ის სცენაზე მიიწვია, რადგან თქვეს, რომ მათთვის ცხოვრებაში უდიდესი პატივი იქნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საკლუბო მსოფლიო თასის გადაცემა.

სხვათა შორის, იქ ვიყავი, ყველაფერი ვნახე. სტადიონი აფეთქდა. და საერთოდ, არავინაა, ვინც სპორტისთვის მასზე მეტი გააკეთა“, - ციტირებს ერიკ ტრამპის სიტყვებს Daily Mail.

2025 წლის საკლუბო მსოფლიო თასის ფინალში „ჩელსიმ“ პსჟ 3:0 დაამარცხა. ცერემონიაზე ტრამპმა საკლუბო მსოფლიო თასის ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097951