ფეხბურთი

11:12 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერ მაიამიმ“ ლიგის თასის მატჩში გამარჯვება 90+6 წუთზე მოიპოვა, მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა

ლიგის თასის მატჩში, „ინტერ მაიამიმ“ „ატლასს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

„მაიამიდან“ გოლები ტელესკო სეგოვიამ და მარსელო ვეიგანდტმა გაიტანეს, ამ უკანასკნელმა გამარჯვებისა 90+6 წუთზე შეაგდო. არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ატლასელთაგან“ თავი ხოსე ლოზანომ გამოიჩინა.

„ინტერ მაიამი“ შემდეგ მატჩში „ნეკაქსას“ დაუპირისპირდება. მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება. „ატლასი,“ თავის მხრივ, იმავე დღეს „ორლანდო სიტის“ შეხვდება.

ლიგის თასის მოქმედი გამარჯვებული „კოლუმბუს ქრიუა,“ რომელმაც 2024 წლის გადამწყვეტ მატჩში „ლოს ანჯელესი“ 3:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094969