ფეხბურთი

11:58 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორი თავდამსხმელი პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ გამოაცხადა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეტევის გასაძლიერებლად რამდენიმე კანდიდატი განიხილა მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო თავდამსხმელ ლიამ დელაპის შეძენა, რომელიც „იფსვიჩიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა, იუწყება ESPN.

წყაროს ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ „ასტონ ვილას“ თავდამსხმელი ოლი უოტკინსი და მიიჩნიეს. ეს ფეხბურთელები ყველაზე პერსპექტიულად ითვლებიან ბაზარზე დარჩენილ მოთამაშეებს შორის, უგო ეკიტიკეს „ლივერპულში“ და ვიქტორ დიოკერეშის „არსენალში“ ტრანსფერის შემდეგ.

გასულ სეზონში შეშკომ ყველა შეჯიბრში 45 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. უოტკინსმა გასულ სეზონში ყველა შეჯიბრში 54 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090473