ფეხბურთი

12:24 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს „ბარსელონაში“ ტერ შტეგენის მდგომარეობის გამო

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს, „ბარსელონაში“ ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი პირველი ნომრის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გარშემო შექმნილი პრობლემური სიტუაციის გამო. ამის შესახებ Bild-ის ჟურნალისტმა ტობი ალტშაფლმა განაცხადა.

წყაროს ცნობით, ნოიერი, რომელმაც ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა, დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუ ამას პირადად იულიან ნაგელსმანი მოითხოვს. აღნიშნულია, რომ 39 წლის მიუნხენის მეკარე დაბრუნებაზე ტერ შტეგენსა და კატალონიელებს შორის კონფლიქტის გამო ფიქრობს. გარდა ამისა, „ლურჯ-ბროწეულისფერების“ კაპიტანმა ცოტა ხნის წინათ წელის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ის მინიმუმ სამი-ოთხი თვით გამოეთიშება აქტიურ თამაშს.

ნოიერი გერმანიის ნაკრებში 2009 წლიდან 2024 წლამდე თამაშობდა. მის ანგარიშზე 124 მატჩი და 118 გაშვებული გოლი და 51-ჯერ მან „მშრალად“ შეინახა კარი. 33 წლის ტერ შტეგენმა 2012 წლიდან მოყოლებული ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა რომლებშიც 54 გოლი გაუშვა და 13-ჯერ მშრალად შეინახა კარი. აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში მარკ-ანდრე არასდროს უთამაშია მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172083