ფეხბურთი

14:12 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი სიმეონემ „ტორინოს“ ყურადღება მიიპყრო

„ტორინო“ „ნაპოლის“ თავდამსხმელით, დიეგო სიმეონეს შვილით, ჯოვანით დაინტერესდა. იუწყება ინსაიდერი ნიკოლო სკირა. აღნიშნულია, რომ 30 წლის თავდამსხმელი ამჟამად მომავალზე ფიქრობს. კლუბში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და წინააღმდეგი არ არის კლუბი დატოვოს.

„ნაპოლი“ მზადაა ფეხბურთელი 7-8 მილიონ ევროდ გაყიდოს.

გასულ სეზონში ჯოვანიმ სერია A-ში 30 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.083793