ფეხბურთი

15:54 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ ისაკი „რეალ სოსიედადში“ ვარჯიშობს „ლივერპულში“ გადასვლის შესახებ ჭორების ფონზე

„ნიუკასლის“ თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი ესპანურ „რეალ სოსიედადში“ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს „ლივერპულში“ გადასვლის შესახებ ჭორების ფონზე, იტყობინება Sky Sports სოციალურ პლატფორმა X-ზე. შვედი თავდამსხმელი ადრე „სოსიედადში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისაკი „ნიუკასლის“ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და კომუნიკაცია შეწყვიტა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ „ლივერპული“ თავდამსხმელთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა.

2024/2025 წლების სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 27 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრილა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092376