ფეხბურთი

20:06 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიერ-ემერიკ ობამეიანგი საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპაში დაბრუნდა და კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

36 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი გააფორმა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი „მარსელში“ 2023-2024 წლების სეზონშიც თამაშობდა და 51 მატჩში 30 გოლი გაიტანა. გაბონელ ფორვარდს თავის დროზე ასევე უთამაშია „ალ-ქადსიაში“, „ჩელსიში“, „ბარსელონაში“, „არსენალში“. „დორტმუნდში“, „სენტ ეტიენში“, „მონაკოში“, „ლილსა“ და „დიჟონში“.

0.096758