რაგბი

19:14 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გოგებაშვილმა რაგბის კავშირი დატოვა

რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

თორნიკე გოგებაშვილი ქართულ რაგბიში არსებული რთული კრიზისის ფონზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2021 წელს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის არჩევის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2022 წლიდან დღემდე კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლამდე თორნიკე გოგებაშვილი 8 წლის განმავლობაში სპორტის სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09921