თბილისის „იბერიას“ და ლევან კორღალიძის გზები გაიყო. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძე იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტს აღარ დაიკავებს. მასთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტებმა: ნიკოლოზ გუშარაშვილმა და არმაზ ჯელაძემ. ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით იბერიამ 2024 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და ეროვნულ ლიგაში გუნდი ზედიზედ 30 თამაშში არ დამარცხებულა. დიდ მადლობას ვუხდით ლევანს და მის გუნდს იბერიაში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლევან კორღალიძე „იბერიაში“ 2020-2022 და 2024-2025 წლებში მუშაობდა. მან გუნდს თითოჯერ საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი მოაგებინა. „იბერია“ ორი წლის შემდეგ ეროვნულ ლიგას ლიდერობს, მაგრამ ევროთასებზე ცუდი შედეგი კორღალიძეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა.
„იბერიას“ ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო.